რატომ აღელვებთ ადამიანებს კორონავირუსი, ჩვეულებრივ გრიპზე მეტად?
"კოვიდ-19"-ს, როგორც სპეციალისტებმა დაადგინეს, ჩვეულებრივ გრიპთან შედარებით სამჯერ მეტი ადამიანის დაავადება შეუძლია.
"კოვიდ-19"-ს სიკვდილიანობის მაჩვენებელი დაბალი აქვს, ძირითადად 50 წლამდე ასაკის ადამიანებში. ვირუსი უფრო საშიში ხდება ასაკოვან პაციენტებში.
დადგენილია, რომ "კოვიდ-19" ყველაზე მეტად უქმნის საფრთხეს ასაკოვან ადამიანებს და მათ, ვისაც აქვთ გულსისხლძარღვთა დაავადებები, დიაბეტი, ან კიბო. ამ შემთხვევაში, სიკვდილიანობის მაჩვენებელი 9-დან 19 პროცენტამდე მერყეობს.
კოვიდ-19-ის პაციენტებს რესპირატორული, სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემები აღენიშნებათ. ვირუსი, ყოველი ექვსიდან ერთ ადამიანს ურთულდება, რაც სუნთქვის გაძნელებაში გამოიხატება და შესაძლოა ფილტვების ანთება გამოიწვიოს. ის ვირუსული პნევმონიაა. ზოგიერთ პაციენტს ანთება ორივე ფილტვზე უვითარდება. დაავადების გართულებას შესაძლოა ორგანოების ფუნქციონირების შეწყვეტა და გარდაცვალება მოჰყვეს.