სომხეთში კორონავირუსი კიდევ 11 პაციენტს დაუდგინდა და საერთო ჯამში, დაავადებულთა რიცხვი 833-მდე გაიზარდა. ეს ბოლო კვირის მანძილზე ინფიცირების ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
"სამი აპრილიდან 253 ჩატარებულ ტესტსში 34 დადებითი იყო. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ ეს დინამიკის სამჯერ შემცირებაა", - აღნიშნა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა.
სომხეთის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში Covid 19-ს სულ 8 ადამიანი ემსხვერპლა, 62 კი - გამოჯანმრთელდა.