ჩვეულებრივი ავიარეისის გაკეთება ევროპის ერთი ქალაქიდან თბილისში, უმარტივესი პროცედურაა და ეს ხალხი, ამ პოლიტიკური ჭორაობის გარდა არაფერს აკეთებს, - ასე პასუხობს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და "ნაციონალური მოძრაობის" შეთავაზებას, რომელიც ევროპიდან საქართველოს მოქალაქეების დასაბრუნებელი ავიარეისების დაფინანსების თაობაზე "ნაციონალური მოძრაობის" შეთავაზებას ეხებოდა.
პრემიერი მათ მოუწოდებს, ვინაიდან რეისის ორგანიზებას ვერ ახერხებენ, ამისთვის განკუთვნილი თანხა კორონავირუსთან საბრძოლველად შექმნილ სპეციალურ ფონდში გადარიცხონ და ყველაფრის ორგანიზებას ხელისუფლება მოახდენს.