სენაკის აგრარული ბაზარი დაიხურა, ორშაბათიდან კი ფუნქციონირებას სავარაუდოდ, ზუგდიდის და ფოთის ბაზრებიც შეწყვეტენ. შესაბამის გადაწყვეტილებაზე სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა, ალექსანდრე მოწერელიამ ისაუბრა. როგორც მოწერელია ამბობს, ეს გადაწყვეტილება, რომელიც ბაზრების დახურვას ეხება, მოქალაქეების უსაფრთხოებიდან გამომდინარეა მიღებული.