ალბათ, ამ დროს სხვა ადამიანის გასაჭირზე ფულის კეთება არის ყველაზე ცუდი რამ, რაც შეიძლება ამ ორგანიზაციებმა გააკეთონ, - ასე უპასუხა ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა იმ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ნაწილზე დასმულ კითხვას, რომლებმაც ქვეყანაში შექმნილი ვითარების მიუხედავად საშეღავათო პერიოდის დაწესებაზე უარი განაცხადა.
მინისტრმა აღნიშნა, რომ ქვეყანაში ვერ იქნება რომელიმე ერთი კონკრეტული ბიზნესი, რომელსაც ეს გამოწვევა არ შეეხება.
ამასთანავე, მაია ცქიტიშვილმა ბიზნესორგანიზაციებს იმ ადამიანებზე ზრუნვისკენ მოუწოდა, ვინც ვირუსიდან გამომდინარე შემოსავალი დაკარგა და ამგვარად დაზარალდა.