ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განაცხადებით, აპლიკაცია, რომელიც სხვადასხვა ქვეყნებში კორონავირუსთან ბრძოლის ერთ-ერთ კომპონენტად დაინერგა, უკვე იტესტება საქართველოში. როგორც მან აღნიშნა, აპლიკაციის ამოქმედების შემთხვევაში მოქალაქეები მიიღებენ ინფორმაციას, თუ სად იმყოფებოდა ვირუსით ინფიცირებული ადამიანი ან ჰქონდა თუ არა თავად შეხება პოტენციურ ინფიცირებულთან.
ამ ეტაპზე მობილურ აპლიკაციასთან დაკავშირებით საქართველო მოლაპარაკებებს ავსტრიულ მხარესთან აწარმოებს.