აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, მაიკ პენსის ინფორმაციით, აშშ კორონავირუსის პანდემიას უფრო მომზადებული შეხვდებოდა, რეალური ინფორმაცია რომ ჰქონოდა ჩინეთიდან. მისივე თქმით, აშშ-ის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრებიც შეცდნენ, როცა აცხადებდნენ, რომ ვირუსის გავრცელების საფრთხე მაღალი არ იყო.
"რეალობა ის არის, რომ ჩვენ უკეთესად მოვემზადებოდით, რომ გვცოდნოდა რეალური შედეგები ჩინეთში. აშკარაა, რომ როცა მსოფლიომ ამ ვირუსის შესახებ დეკემბერში გაიგო, ჩინეთი მას უკვე ერთი თვით ადრე ებრძოდა", - აღნიშნა პენსმა.