რუსეთში კორონავირუსი ბოლო დღე-ღამის მანძილზე კიდევ 771 ადამიანს დაუდგინდა, რითაც დადასტურებულმა შემთხვევებმა ქვეყანაში 3548-ს მიაღწია. ოფიციალური ინფორმაციით, ქვეყანაში კორონავირუსს 30 ადამიანი ემსხვერპლა. რუსეთის კორონავირუსთან ბრძოლის შტაბში აცხადებენ, რომ ვირუსი ქვეყნის 29 რეგიონშია გამოვლენილი. კორნავირუსის გამო მოსკოვში მოსახლეობას გადაადგილებაა შეეზუდა. ამ დროისთვის ქალაქში მხოლოდ სურსათის მაღაზიები და აფთიაქები მუშაობს.