ბოჭორიშვილის კლინიკა კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 3 ექიმის მოთავსების შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს - Palitra News

ბოჭორიშვილის კლინიკა კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 3 ექიმის მოთავსების შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს

2020-04-02 12:12:01+04:00

ბოჭორიშვილის კლინიკის ბოქსირებულ სექტორში ამ დროისთვის 14 პაციენტი მკურნალობს, რომლთაგან შვიდს "კოვიდ 19" დაფიქსირებული აქვს. მათგან ორის მდგომარეობა მძიმეა. ბოჭორიშვილის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მაკა სოლოღაშვილის განცხადებით დარჩენილი პაციენტიდან ოთხს კვლევა გუშინ ჩაუტარდა და მათზე უარყოფოთი პასუხები მოვიდა, ხოლო 3 პაციენტს კვლევა დღეს ჩაუტარდება.

მაკა სოლოღაშვილი არ ადასტურებს ინფორმაციას, თითქოს კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული სამი ექიმი იყოს მოთავსებული. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მსგავსი ფაქტი არ დაფიქსირებულა.