ინფექციური საავადმყოფოში ამ ეტაპზე კორონავირუსით დაინფიცირებული 36 პაციენტია მოთავსებული. კლინიკის სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, გუშინ საღამოდან ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 4 ახალი პაციენტი შეიყვანეს. მათ კლინიკაში შეყვანილი ახალი პაციენტების დაინფიცირების წყარო სომხეთსა და საფრანგეთს უკავშირდება. მისი ინფორმაციით, პაცინტების მდგომარეობა მძიმე არ არის.
როგორც კლინიკის სამედიცინო დირექტორი ამბობს ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული იმ სამი პაციენტის მდგომარეობა, რომელიც იყო კრიტიკული, დასტაბილურდა.
ეზუგბაიამ მათ კლინიკაში მოთავსებულ ექიმზეც ისაუბრა, რომელსაც კორონავირუსის სიმპტომები აღენიშნება. მისი თქმით, მედიკოსს დღეს მოლეკულური ანალიზი გაუკეთდება და მხოლოდ ამის შემდეგ შეეძლება აღნიშნულ შემთხვევაზე საუბარი.