ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიის ეპისკოპოსს, საბა ინწკირველს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. ამის შესახებ მეუფე საბა სოციალურ ქსელში თავად წერს და სამედიცინო ლაბორატორიის პასუხის დოკუმენტსაც აქვეყნებს.
შეგახსენებთ, რომ ეპისკოპოსმა კორონავირუსზე ტესტი რამდენიმე დღის წინ ჩაიტარამ რადგან დაინფიცირებულთან კონტაქტი ჰქონდა. ამის გამო, ეპისკოპოსმა რამდენიმე დღის წინ წირვის ჩატარებისგან თავიც შეიკავა.