2020 წლის მეორე კვარტალში მსოფლიოში Brent-ის ტიპის ნავთობის ფასი შესაძლოა, ბარელზე 10 დოლარამდე, დღიური მოპოვება კი 10 მილიონ ბარელამდე შემცირდეს. ამის შესახებ Bloomberg-ი საკონსულტაციო კომპანია IHS Markit-ის პროგნოზზე დაყრდნობით წერს. გამოცემა აღნიშნავს, რომ ამის მიზეზი კორონავირუსის გამო მოთხოვნის შემცირებაა.
ანალიტიკოსების პროგნოზით, წარმოების შემცირება მსოფლიოს ყველა რეგიონში, მათ შორის, OPEC- ის ქვეყნებშიც მოხდება. ამავე დროს, IHS Markit-ის ცნობით, შეერთებული შტატები და რუსეთი ყველაზე მეტად შეამცირებენ წარმოების მოცულობას.
ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს (IEA) მონაცემებით, დღეის მდგომარეობით, პლანეტაზე ყოველდღიურად თითქმის 100 მილიონი ბარელი ნავთობი იწარმოება.