საკონტროლო გამშვები პუნქტები თელავისა და ახალციხის მუნიციპალიტეტებშიც ამოქმედდება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც ჩიქოვანმა აღნიშნა, გადაწყვეტილება კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.