საქართველოს თავდაცვის ძალებმა დედაქალაქსა და ექვს ქალაქში სპეციალური გამშვები პუნქტები მოაწყო. საქართველოს ქალაქებში მოწყობილ საკონტროლო პუნქტებზე თავდაცვის ძალების წარმომადგენლები პირთა გადაადგილების კონტროლს, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის პირველად შემოწმებას, მოქალაქეთა თერმოსკრინინგს და საგანგებო მდგომარეობის გამკაცრებული პირობების შესრულებას უზრუნველყოფენ.
საკონტროლო გამშვებ პუნქტებთან გაშლილია საველე კარვები, სადაც მოქალაქეებს თავდაცვის ძალების სამედიცინო პერსონალი პირველად სამედიცინო შემოწმებას ჩაუტარებს. ადგილზე მობილიზებული იქნება სპეციალური ტექნიკა, რომელიც ტერიტორიაზე შემავალი და გამომავალი ავტოტრანსპორტის სადეზინფექციო ხსნარით დამუშავებას უზრუნველყოფს.