ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს მილიონ 100 დოლარს გადასცემს ჯანდაცვის სფეროს დასახმარებლად. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოში ამერიკის საელჩო ავრცელებს. კერძოდ, დაფინანსდევა ლაბორატორიული სისტემების მომზადება, ეპიდემიოლოგიური გამოკვლევები და მეთვალყურეობა, ტექნიკურ ექსპერტთა დახმარება და მომზადება, ინფორმაციის გაცვლა და სხვა.