გაეროს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ინფორმაციით, კორონავირუსმა არა მხოლოდ ჯანდაცვის კრიზისი, არამედ ეკონომიკური და შრომითი ბაზრის კრიზისიც გამოიწვია. "ეს უკვე მსოფლიო ჯანდაცვის კრიზისი აღარაა. ეს შრომითი ბაზრის და ეკონომიკური კრიზისიცაა",-აცხადებენ ორგანიზაციაში. მათივე ინფორმაციით, პანდემიის ფონზე, შესაძლოა, 24 მილიონი ადამიანი უმუშევარი დარჩეს. "გლობალური უმუშევრობა, შესაძლოა, სულ მცირე 5.3 მილიონით გაიზარდოს, ხოლო უფრო სხვა სცენარით, 24 მილიონით",-ნათქვამია განცხადებაში. ორგანიზაციის განცხადებით, მსოფლიოს მასშტაბით სამსახურის დაკარგვა განსაკუთრებით თვითსაქმებულებს, მომსახურების სფეროსა და ტურიზმის სფეროში დასაქმებულებს, ასევე არალეგალ მიგრანტებს ემუქრებათ. გაერო არსებულ ვითარებას 2008-2009 წლების კრიზისსაც ადარებს.
აღნიშნულ წლებში სამუშაო ადგილი 22-მა მილიონმა ადამიანმა დაკარგა.