რესპუბლიკურ საავადმყოფოში მარნეულიდან გადმოყვანილი 80 წლის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც ორმხრივი პნევმონია და ასევე სეფსისი აქვს, გაუმჯობესდა.
როგორც რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა, ლევან გოფოძემ განაცხადა, მათ კლინიკაში ამჟამად 84 პაციენტია მოთავსებული. დღეს 7 პაციენტის ტესტი გადაიგზავნება. რამდენიმე პაციენტს კი საკარანტინო ვადა გაუვიდა და კლინიკას დატოვებს, რამდენიმეს კი კარატინში გადაიყვანენ.