ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საქართველოს წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიციამ, 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით მინუს 23 მილიარდ 800 მილიონი ამერიკული დოლარი ანუ მინუს 68 მილიარდ 200 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 2019 წლის მთლიანი შიდა პროდუქტის მინუს 134.2 პროცენტია. ეროვნული ბანკის ცნობით, აღნიშნული მაჩვენებელი წინა კვარტალთან შედარებით 1 მილიარდი დოლარით გაუარესდა.
2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, მთლიანი საერთაშორისო აქტივები 10 მილიარდ 700 მილიონი დოლარი ანუ 30 მილიარდ 700 მილიონი ლარი იყო, რაც წინა კვარტალის მაჩვენებელს 331 მილიონ 900 ათასი დოლარით აღემატება.
მთლიანმა საერთაშორისო ვალდებულებებმა 34 მილიარდ 500 მილიონი დოლარი ანუ 99 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც წინა კვარტალის მაჩვენებელზე მილიარდ 400 მილიონი დოლარით მეტია.
ცნობისთვის, ქვეყნის წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიცია არის სხვაობა ქვეყნის საგარეო ფინანსურ აქტივებსა და ვალდებულებებს შორის.