პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მოთავსებულ სამ ახალშობილს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.
კორონავირუსით ინფიცირებული 14 პაციენტიდან კი სამის მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესებულია.
როგორც პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა განაცხადა, 14 დღის გასვლის შემდეგ მათ ტესტირება ჩაუტარდებათ და ორჯერ უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, საავადმყოფოდან გაეწერებიან.
ამავე კლინიკაში მყოფი კორონავირუსით ინფიცირებული ფეხმძიმე ქალბატონის ჯანმრთელობის მდგომარეობაც დამაკმაყოფილებელია.
რატიანის ინფორმაციით, 14 ინფიცირებული პაციენტიდან ორი ამ დრომდე კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში რჩება