კორონავირუსის შემთხვევების ზრდის მიხედვით, კალიფორნია მომავალი ნიუ-იორკია, ნიუ-იორკი კი - მომავალი იტალია, ამ ვირუსისთვის სულ ერთია, სად ცხოვრობ, შემდეგი შენ ხარ, - ამის შესახებ ლოს-ანჯელესის მერმა ერიკ გარსეტიმ "სიენენთან" ინტერვიუს დროს განაცხადა. მისივე თქმით, თუ მანამდე დაავადებულთა რაოდენობა 3-4 დღეში ორმაგდებოდა, ახლა ეს პერიოდი 2 დღემდეა შემცირებული.
"და თუ ეს ტემპი გაგრძელდება, მალე დავეწევით ნიუ-იორკს. ეს არ არის მხოლოდ სტატისტიკა. ესენი ჩვენი მეზობლები, ახლობლები, ჩვენი ოჯახის წევრები არიან", - განაცხადა მერმა.