კორონავირუსის ეპიდემიის გამო კომპანია Apple ახალი სმარტფონის, IPhon 5G-ის ჩაშვების გადადების საკითხს განიხილავს. ამის შესახებ ინფორმაციას იაპონური გამოცემა Nikkei Asian Review წყაროზე დაყრდნობით წერს.
თავდაპირველად საუბარი იყო, რომ IPhon 5G ბაზარზე 2020 წლის სექტემბერში გამოვიდოდა. მაგრამ ახლა ამ თარიღის გადადების რამდენიმე ვარიანტი განიხილება. ერთ-ერთი ვერსიით, ახალი სმარტფონი ბაზარზე მომავალ წლამდე არ გამოვა. Nikkei Asian Review-ის მეორე წყაროს ინფორმაციით კი, მაისში გადაწყდება გადაიდება თუ არა IPhon 5G-ის ბაზარზე გამოსვლა.
კალიფორნიაში, სადაც კომპანიის სათავო ოფისი მდებარეობს, სამუშაოები, მათ შორის, ახალი სმარტფონის პრეზენტაციის დაგეგმვის მიზნით, მნიშვნელოვნად შენელდა. ამის მიზეზი, რა თქმა უნდა, კორონავირუსის გავრცელების თავიდან არიდებაა.