საგანგებო მდგომარეობის პირობებში მოქალაქეებს უძრავ ქონებას იძულებით, დროებით ვეღარ ჩამოართმევენ. ამის შესახებ მთავრობის მიერ მიღებულ დადგენილებაშია აღნიშნული.კერძოდ, დადგენილების თანახმად, საგანგებო მდგომარეობის პერიოდში უნდა შეჩერდეს/გადაიდოს სხვისი მფლობელობიდან ან სარგებლობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის საქმეებზე დანიშნული სააღსრულებო მოქმედებები.ამასთან, უნდა შეჩერდეს/გადაიდოს შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის შესახებ საქმეებზე დანიშნული სააღსრულებო მოქმედებები. ასევე, ფაქტების კონსტატაციის მიზნით დაწყებული წარმოებები. შეგახსენებთ, რომ საქართველოში 1 თვით, 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება ახალ კორონავირუსს უკავშირდება, რომელსაც მსოფლიო თითქმის 3 თვეა ებრძვის.