პარლამენტის სხდომათა დარბაზში ხმაური იყო. დამოუკიდებელ დეპუტატ დავით ჭიჭინაძეს საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა წევრმა სიტყვა შეაწყვეტინა. აღნიშნულმა ჭიჭინაძის გაღიზიანება გამოიწვია და კოლეგებს მოუწოდა, მას "კვერცხი გადააყლაპონ".
"იმედია, ვაზელინი ჯერ დეფიციტში არ არის", - განაცხადა ჭიჭინაძემ, რასაც სხდომათა დარბაზში ხმაური მოჰყვა.
სიტუაცია რამდენიმე წუთში მანდატურის სამსახურის თანამშრომლების დახმარებით განიმუხტა.