პარლამენტის ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე კონსტიტუციური კანონის პროექტის დამტკიცება, სავარაუდოდ, მოესწრება. როგორც დეპუტატი აცხადებს ქვეყანაში კრიზისის ისეთი დონე არ იქნება, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელება ვერ მოხერხდეს.
"საქართველოს პოლიტიკური ნაწილი მობილიზებულია, რომ ეს ცვლილებები განახორციელოს. რასაკვირველია, მოსალოდნელია ცალკეული დესტრუქციული განცხადებები, ქმედებები. ამას, სამწუხაროდ, ვერ გამოვრიცხავთ, მაგრამ მთლიანობაში, მე არ ვფიქრობ, რომ ვინმე უპასუხისმგებლობას გამოიჩენს", - განაცხადა ვოლსკიმ.