საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სასაზღვრო - გამშვებ პუნქტებზე დამატებითი საკარანტინე სივრცეები მოეწყობა. როგორც კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი საკორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა, საკარანტინე სივრცეები მოეწყობა ლარსთან, წითელ ხიდთან და სარფთან. ჩიქოვანის თქმით, ახალი სივრცეები სახელმწიფოს სიტუაციის უფრო ეფექტურად მართვაში დაეხმარება.