საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 43 შემთხვევაა დადასტურებული. ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე უკვე განთავსდა. ამ დროის მონაცემებით, კარანტინის რეჟიმშია 1575 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 275 პირი.
ინფორმაციისთვის, 43 ადამიანიდან 1 გამოჯანმრთელებულია.