კორონავირუსთან დაკავშირებით არსებული ვითარების გამო, საქართველოს სათამაშო ბიზნესის ასოციაციაში შემავალი კომპანიები მიწის კაზინოებს, ტოტალიზატორებსა და სლოტ კლუბებს დროებით ხურავენ. ამის შესახებ ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
ასოციაციის ინფორმაციით, კომპანიებმა გაითვალისწინეს პრემიერის რეკომენდაცია და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში აღნიშნული მიიღო გადაწყვეტილება მიიღეს. ამასთან განცხადებაში აღნიშნულია, რომ კომპანიები სრულად გადავიდდნენ დისტანციურ მუშაობაზე.