ამ დროისთვის ინფექციურ საავამდყოფოში კორონავირუსით ინფიცირებულთა შორის 4 არასრულწოვანია. მათი ასაკი 14 წლამდეა.
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, მდგომარეობა უცვლელია და მათთან დაავადების პროგრესირება არ შეიმჩნევა.
კითხვაზე, ითვლება თუ არა დაავადების მაღალ მაჩვენებლად არასრუწლოვანთა რაოდენობა, ეზუგბაია პასუხობს, რომ სხვა ქვეყნებთან შედარებით ითვლება რომ საქართველოში ბავშვების ავადობის მაღალი პროცენტია.