თურქეთში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დადასტურდა, - ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრზე დაყრდნობით ავრცელებს.
გარდაცვლილი პაციენტი 89 წლისაა, რომელსაც მედიის ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ ჩინეთიდან ჩამოსულ პირებთან ჰქონდა კონტაქტი.
გარდა ამისა, ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსის 51 ახალი შემთხვევა დადასტურდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 98-მდე გაიზარდა.