საჭიროა, ქონების და საშემოსავლო გადასახადების დაწევა და არა გადავადება, როგორც ეს მთავრობამ გამოაცხადა.
ბიზნესმა უნდა იცოდეს, რომ გარკვეული თანხის გადახდა აღარ მოუწევს, სხვაგვარად, ბევრ კომპანიას თანამშრომლების მნიშვნელოვანი შემცირება მოუწევს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს” წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, საჭიროა, შეღავათები შეეხოს ყველას და არა მხოლოდ ტურიზმის სექტორს. მისი თქმით, ლარის დევალვაციის ფონზე ფასების კიდევ უფრო მატება გარდაუვალი იქნება.