პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, კორონავირუსი საზღვრებს არ სცნობს, მაგრამ თუ საჭირო გახდება, შესაძლოა, მოქალაქეების უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ზომები რუსეთთან მიმართებითაც გამკაცრდეს. პრემიერმა მოსალოდნელ ეკონომიკურ ზარალთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვასაც უპასუხა და აღნიშნა, რომ ჯერ პროცენტულად ზარალის დათვლა შეუძლებელია.
ამასთან, გახარიას თქმით, მთავრობას დაახლოებით წარმოდგენილი აქვს რა ზიანი მიადგება ეკონომიკურ ზრდას. რაც შეეხება კითხვას ღირს თუ არა რუსეთთან მიმართებით ზომების გამკაცრება პრემიერმა აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით მხოლოდ რუსეთზე საუბარი ვერ იქნება და სადაც აუცილებელი იქნება რისკების შესამცირებლად საზღვარზე განსაკუთრებული ღონისძიებების მიღება, მთავრობა ამას გააკეთებს.