პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია აცხადებს, რომ საჭიროების შემთხვევაში კომერციული ბანკები კომპანიების სესხების რესტრუქტურიზაციას მოახდენენ. ამის შესახებ გახარიამ მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას განაცხადა. მისივე თქმით, საბანკო სექტორი სესხების რესტრუქტურიზაციას უზრუნველყოფს უახლოესი სამი-ოთხი თვის განმავლობაში.
პრემიერის ინფორმაციით, ყველაზე მსხვილ ბანკებთან ერთად მიღებულ იქნა გადაწყვეტილება რომ ფიზიკური პირები 3 თვის განმავლობაში აუცილებლობის შემთხვევაში, გათავისუფლებულები იქნებიან სასესხო მომსახურეობის ვალდებულებისგან.