პოლიცია "ცენტრ პოინტის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს გუკა რჩეულიშვილს ეძებს. სამართალდამცველებმა მისი დაკავება სასამართლოს გადაწყვეტილების აღსასრულებლად უნდა მოახდინონ. რჩეულიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა ცოლის, ლელა კილაძის საჩივრის საფუძველზე შეეფარდა.
როგორც "პალიტრანიუსისთვის" არაოფიციალური წყაროდან გახდა ცნობილი, გუკა რჩეულიშვილს მეუღლის, ლელა კილაძის მიმართ შემაკავებელი ორდერი სიტყვიერი შეურაცხყოფისა და ფსიქოლოგიური ძალადობისთვის ჰქონდა გამოწერილი, თუმცა მან ბოლო პერიოდში პირობები დაარღვია, რის გამოც სასამართლომ მისთვის პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილება მიიღო.
რჩეულიშვილი პროცესს, რომელზეც მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობდნენ, არ დასწრებია