ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ირანთან დაკავშირებით სამხედრო უფლებამოსილება შეუზღუდა. 227 ხმით 186-ის წინააღმდეგ მიღებული რეზოლუციის თანახმად, დონალდ ტრამპი ვერ შეძლებს საომარი მოქმედებების დაწყებას ირანთან, თუ მას კონგრესის თანხმობა არ ექნება.
აშშ-სა და ირანს შორის ვითარება განსაკუთრებით მას შემდეგ დაიძაბა, რაც 3 იანვარს, ბაღდადის აეროპორტთან, პენტაგონის მიერ განხორციელებული ოპერაციის დროს ირანელი გენერალი, ყასემ სოლეიმანი მოკლეს. აღნიშნულის შემდეგ, თეირანმა ერაყში ბაზაზე, სადაც ამერიკული სამხედროებიც იმყოფებოდნენ, სარაკეტო თავდასხმა განახორციელა.