კლიმატის ცვლილების გამო, საუკუნის ბოლომდე ქვიშიანი სანაპიროების ნახევარი გაქრება.
სანაპიროების განადგურების მთავარი მიზეზი კლიმატის ცვლილება და ადამიანების გაუაზრებელი საქმიანობით გამოწვეული ეროზიაა.
ევროკომისიის კვლევითი ცენტრი ანგარიშის თანახმად, მომდევნო 30 წლის განმავლობაში ქვიშიანი სანაპიროების სიგრძე მსოფლიოს მასშტაბით 36 097 კილომეტრით შემცირდება, რაც საერთო ჯამში, სანაპიროების 13.6%-ს წარმოადგენს.
მათი თქმით, 2100 წლისთვის გლობალური დათბობის შედეგად მსოფლიო ოკეანის სიმაღლე 50 სანტიმეტრით გაიზრდება, რაც ასობით სანაპიროს განადგურებას გამოიწვევს.
მეცნიერები აცხადებენ, რომ ქვიშიანი სანაპიროების გადასარჩენად აუცილებელია სანაპირო ზოლების გამაგრება, ეროზიის შეჩერება და გარემოსდაცვითი ღონისძიებების გატარება, რომლებიც გლობალურ დათბობას შეაჩერებს.