ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო კანდიდატი ასლან ბჟანია, რომელიც მკურნალობის კურსს კრასნოდარში გადის, სოხუმში ხვალ, 11 მარტს დაბრუნდება. ინფორმაციას ბჟანიას შტაბი ავრცელებს.
ცნობისთვის, 2 მარტს, ასლან ბჟანია მოწამვლის ნიშნებით ჯერ სოჭის, ხოლო შემდეგ კრასნოდარის კლინიკაში გადაიყვანეს. ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო, მოხდა ხელოვნური კომის გამოწვევა. 3 მარტს, კომიდან გამოსვლის შემდეგ, დე ფაქტო ჯანდაცვის უწყებაში განაცხადეს, რომ ბჟანიას პნევმონია აღენიშნებოდა.