ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აღიარა, რომ ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელებამ შესაძლოა, ქვეყნის ეკონომიკა დააზარალოს. მისი განცხადებით, ამას უპირობოდ ექნება გავლენა, თუმცა იმედი გამოთქვა, რომ ეპიდემია დიდი ხანი არ გაგრძელდება.მისივე თქმით, ყველა უნდა დამშვიდდეს, რადგან ქვეყანას სამოქმედო გეგმები სცენარების განვითარების მიხედვით აქვს.შეგახსენებთ, რომ შეერთებულ შტატებში 5 მარტის საღამოს მონაცემებით COVID-19-ით დაინფიცირების 140 შემთხვევა ფიქსირდება, აქედან 12 ლეტალურად დასრულდა.