ჩინეთმა შესაძლოა, ჰუბეის პროვინციაში კარანტინი მოხსნას. ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს გენერალურმა დირექტორმა დინგ დინგ ქსიანგიანგმა ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
"დღე, რომელსაც ყველა ასე ველოდებით, შორს აღარაა", - აღნიშნა მან. მისი თქმით, ჩინეთის ხელისუფლების მიერ გატარებული ღონისძიებების შედეგად პროვინციაში კორონავირუსის შემთხვევბმა საგრძნობლად იკლო.
შეგახსენებთ, ბოლო 24 საათის განმავლობაში ჩინეთში ვირუსს 30 ადამიანი ემსხვერპლა და დაინფიცირების 143 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ჩინეთის ფარგლებს გარეთ კი ვირუსს ყველაზე მეტი ადამიანი იტალიაში, ირანსა და სამხრეთ კორეაში ემსხვერპლა. ბოლო მონაცემებით, კორონავირუსით იტალიაში 148 ადამიანია დაღუპული, ირანში -108, სამხრეთ კორეაში - 40, , აშშ-ში - 12, საფრანგეთში კი 7. დღესდღეობით კორონავირუსი მსოფლიოს 88 ქვეყანაშია გამოვლენილი.