გორის სამხედრო ჰოსპიტალის საკარანტინო სივრცეში მოთავსებულ არცერთ პაციენტს კორონავირუსით ინფიცირება არ დაუდასტურდა - Palitra News

გორის სამხედრო ჰოსპიტალის საკარანტინო სივრცეში მოთავსებულ არცერთ პაციენტს კორონავირუსით ინფიცირება არ დაუდასტურდა

2020-03-06 14:06:40+04:00

თავდაცვის სამინისტროს გორის სამხედრო ჰოსპიტალის საკარანტინო სივრცეში ამ დროისთვის 21 პაციენტია მოთავსებული.ჰოსპიტალის დირექტორის განცხადებით, არცერთ მათგანს არ დაუდასტურდა ვირუსით ინფიცირება. პაციენტებიდან 5 ირანის 16 კი საქართველო მოქალაქეა, საქართველოს მოქალაქეებს შორის 4 სამხედრო მოსამსახურეა.

გორის სამხედრო ჰოსპიტალში საკარანტინო სივრცე 1-ელი მარტიდან მოქმედებს.