შტატების კონგრესის ქვედა პალატამ პრაქტიკულად ერთხმად დაუჭირა მხარი კანონპროექტს, რომელიც ითვალისწინებს ამერიკის ადმინისტრაციისთვის 8 მილიარდ 300 მილიონი დოლარის მიწოდებას კორონავირუსთან საბრძოლველად. ინიციატივას მხარი დაუჭირა 415-მა კონგრესმენმა, წინააღმდეგი მხოლოდ ორი რესპუბლიკელი წავიდა.
კანონპროექტი ითვალისწინებს 3 მილიარდი დოლარის გამოყოფას ვაქცინის შექმნაზე სამუშაოდ და დიაგნოსტიკური კვლევებისთვის, ასევე თავად კორონავირუსის განკურნებაზე. პროფილაქტიკურ ზომებს 2 მილიარდ 200 მილიონი დოლარი მოხმარდება, საიდანაც 950 მილიონი სამედიცინო უწყებებისკენ მიემართება. ამასთან, 500 მილიონი მოხმარდება მოხუცებისთვის ტელესამედიცინო მომსახურების ხარჯებს.
კანონპროექტის განხილვა წარმომადგენელთა პალატაში რამდენიმე დღე განიხილებოდა, ახლა ის სენატს გადაეგზავნა, რომელიც მას კვირის ბოლომდე დაუჭერს მხარს.