საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) კორონავირუსთან საბრძოლველად 50 მილიარდი ამერიკული დოლარი გამოყო. BBC-ის ინფორმაციით, გამოყოფილი თანხა ძირითადად ღარიბი და სუსტი ეკონომიკის მქონე ქვეყნებს მოხმარდება, რომლებიც დამოუკიდებელად კორონავირუსთან გამკლავებას ვერ შეძლებენ.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის განცხადებაში ნათქვამია, რომ კორონავირუსი მსოფლიოს მასშტაბით რაც შეიძლება დროულად უნდა დამარცხდეს, რათა მსოფლიო ეკონომიკის ყოველწლიური ზრდა კიდევ უფრო არ შემცირდეს.ფონდის პროგნოზით, მიმდინარე წლის გლობალური ეკონომიკის ზრდა 2008 წლის ეკონომიკური კრიზისის შემდეგ ყველაზე დაბალი იქნება. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის განცხადებით, ეკონომიკური ზრდის შემცირებასთან დაკავშირებით ჯერ-ჯერობით პროგნოზის გაკეთება რთულია.
აღსანიშნავია, რომ გასულ კვირას მსოფლიო ბანკმა კორონავირუსთან საბრძოლველად 12 მილიარდი ამერიკული დოლარი გამოყო.
ბოლო მონაცემებით, კორონავირუსი მსოფლიოს 70-ზე მეტ ქვეყანაში გავრცელდა. ვირუსს 3 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.