იტალიის სერია A-ს მიმდინარე გათამაშება უმაყურებლოდ გაგრძელდება. იტალიის მთავრობის მიღებული გადაწყვეტილებით, 3 აპრილამდე ყველა შეხვედრა ცარიელი ტრიბუნების ფონზე გაიმართება. აღნიშნული გადაწყვეტილება კორონავირუსის გამო მიიღეს, რომელსაც იტალია ორი კვირაა ებრძვის და უკვე 3 ათასამდე შემთხვევა გამოვლინდა.
აღსაშნავია, რომ ყველა გუნდი 3 აპრილამდე ვალდებული იქნება ფეხბურთელებს და ყველა ოფციაილურ წარმომადგენელს, რომლებიც თამაშს დაესწრებიან სპეციალური შემოწმება ჩაუტარონ.
შეზღუდვები იმოქმედებს, როგორც სერია A-ს, ისე დაბალი რანგის ლიგების, სათასო და ევროთასების შეხვედრებზე. შეგახსენებთ, რომ სერია A-ს ბოლო ორი ტური არასრულად ჩატარდა და ჯამში 10 თამაში გადაიდო.