ვიმედოვნებ, რომ ჩვენი ჟურნალისტები არ გახდებიან პირველი ჟურნალისტები, რომლებიც თავიანთი საქმიანობის წარმოებისას დაავადდნენ კორონავირუსით, - ამის შესახებ გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ხათუნა ზახაშვილმა განაცხადა და ჟურნალისტებს კორონავირუსთან დაკავშირებით რეკომენდაციები მისცა.
მისი რჩევით, ჟურნალისტებმა რესპონდენტისგან ინტერვიუ მიკროფონის დამჭერი გრძელი ჯოხით უნდა აიღონ და ინტერვიუს დასრულების შემდეგ მიკროფონები გაიწმინდოს. ამასთან, ზახაშვილის რეკომენდაციით, სასურველია, თუ ღრუბლიანი მიკროფონების გამოყენება არ მოხდება.