კარანტინში მოთავსებულ 1 ადამიანზე სახელმწიფო დღეში 70 ლარამდე თანხას ხარჯავს. როგორც ჯანდაცვის სამინისტრომ პალიტრანიუსს განუცხადა საკარანტინო ზონების მიხედვით ყოველდღიური ხარჯი, იქ მყოფ თითოეულ მოქალაქეზე, 50-70 ლარის ფარგლებშია.ამასთან, უწყების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ქვეყანაში 6 საკარანტინო სივრცეა, რომელშიც, გუშინდელი დღის მდგომარეობით, 144 მოქალაქეა მოთავსებული. აბასთუმნის ფილტვის ცენტრში იმყოფება 25 პირი, საჩხერის სამედიცინო ცენტრთან არსებულ სასტუმრო კომპლექსში - 26 პირი, კლინიკა „ვივა მედთან“ არსებულ სასტუმრო კომპლექსში - 29 პირი, რესპუბლიკურ საავადმყოფოში - 29 პირი, გორის სამხედრო ჰოსპიტალში - 20 პირი, თბილისის ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის კორპუსში - 15 პირი.