ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 70 მილიონი ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
ეროვნული ბანკის ცნობით, აუქციონში მონაწილეობა ხუთმა კომერციულმა ბანკმა მიიღო. მოთხოვნამ კი 160 მილიონ 100 ათასი ლარი შეადგინა.
ამასთან, სებ-ის ცნობით, მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.6 პროცენტით, მაქსიმალური 8.93 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 8.839 პროცენტით განისაზღვრა.