აზერბაიჯანში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.
მედიის ინფორმაციით, ვირუსი რუსეთის მოქალაქეს აღმოაჩნდა, რომელიც ქვეყანაში ირანიდან ჩავიდა. გავრცელებული ინფორმაციით, პირი ამჟამად იზოლირებულ პალატაში იმყოფება.
ჯანდაცვის სამინისტრის ინფორმაციით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს იმ პირების დადგენა, ვინც დაინფიცირებულთან უშუალო კონტაქტში იმყოფებოდა.