მოქალაქობის შესახებ ახალი კანონის მიღების შემდეგ ინდოეთის დედაქლაქ ნიუ-დელიში საპროტესტო აქციები გრძელდება. ქუჩაში გამოსული ათასობით ადამიანი კანონის გაუქმებას ითხოვს. ადგილობრივ მუსლიმებსა და ინდუესებს შორის არაერთი დასპირისპირება მოხდა, რის შედეგადაც მსხვერპლის რიცხვი 38-მდე გაიზარდა.
ინდოეთში საპროტესტო აქციები მოქალაქეობის შესახებ ახალმა კანონპროექტმა გამოიწვია. კანონი, რომელიც უკვე ამოქმედდა, სამხრეთ აზიის მუსულმანური ქვეყნების - პაკისტანის, ავღანეთისა და ბანგლადეშის, არამუსლიმ მოსახლოებას ინდოეთის მოქალაქეობის მიღებას უადვილებს. კანონს დისკრიმინაციულს უწოდებენ ინდოეთში მცხოვრები მუსლიმები. მათი თქმით, კანონი ყველასთვის თანასწორი უნდა იყოს.