2019 წელს ირანთან სავაჭრო ბრუნვამ 258 მილიონ 304 ათას 600 დოლარი შეადგინა. საანგარიშო პერიოდში ირანთან ექსპორტი 71 მილიონ 224 ათას 700 დოლარი იყო, ხოლო იმპორტმა 187 მილიონ 79 ათას 800 დოლარი შეადგინა.
იმ ტოპ-5 პროდუქტს შორის, რასაც ირანში ვყიდით ლიდერობს ფეროშენადნობები - 14 მილიონ 400 ათას 200 დოლარით; მას მოსდევს - ახალი, გაცივებული ან გაყინული, ცხვრის ან თხის ხორცი, რომლის ექსპორტმაც - 12 მილიონ 351 ათასი დოლარი შეადგინა, მე-3 ადგილზეა - დახერხილი ან დაპობილი, სისქით 6 მილიმეტრზე მეტი ხე-ტყის მასალა - 11 მილიონ 635 ათას 100 დოლარით.
საქართველოდან ირანში ექსპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფების ჩამონათვალში მე-4 და მე-5 პოზიციებს კი სინთეზური მონოძაფები და ახალი რეზინის პნევმატური სალტეები და საბურავები იკავებენ, შესაბამისად, 6 მილიონ 720 ათას 600 და 3 მილიონ 833 ათას 700 დოლარით.