მსოფლიოს უმსხვილესი კინოკომპანია Disney-ის ხელმძღვანელი ბობ აიგერი კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას ტოვებს. აიგერი პოსტიდან თავისი ნებით მიდის.
როგორც ირკვევა, მას გასული წლის ნოემბერში, მადლიერების დღესასწაულის შემდეგ სურდა პოსტი დატოვება, თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილება არ მიიღო. არსებული ინფორმაციით, აიგერი კომპანიაში 2021 წლამდე სხვა პოსტზე დარჩება.
რაც შეეხება შემცვლელს, აიგერი ბობ ჩაპეკიმ ჩაანაცვლა, რომელიც ამჟამად Disney-ის გასართობი ცენტრების ხელძღვანელია.