ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის 28 პაციენტი იმყოფება - Palitra News

ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის 28 პაციენტი იმყოფება

2020-02-28 10:10:24+04:00

ინფექციურ საავამდყოფოს ბოქსირებულ პალატებში ამ ეტაპზე 28 პაციენტი იმყოფება. პრესამსახურის ინფორმაციით, ამ დროისთვის მხოლოდ ერთ პაციენტს უდასტურდება კორონავირუსი. დანარჩენი პაციენტების ნაწილს ვირუსზე ტესტები ლუგარის ცენტრში გუშინ გაუკეთდათ და პასუხები უახლოეს საათებში, ხოლო ნაწილის ტესტების პასუხები საღამოს საათებში გახდება ცნობილი.